Saturday, December 19, 2009

პროექტი

1.პროექტის სახელი---ქართული ჰაგიოგრაფია არაბობის წინააღმდეგ.

2.პროექტის მოკლე აღწერა---ქართული ჰაგიოგრაფია პატრიოტული მიზანდასახულობა გახდა.მისი გმირები-წმინდანები,ხალხის მახლობელი ადამიანები გახდნენ.ეკლესია ამგვარ გმირთა განდიდებით ინარჩუნებდა ძალას,იდეოლოგიურად მხარში ედგა ქართველ პატრიოტებს.

3.პროექტის სრული აღწერა---ჩვენი მიზანი იყო ჰაგიოგრაფიულ ძეგლთათვის მიგვეპყრო ყურადღება,რომელშიც ასახული იყო არაბთა ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლა. ქრონოლოგიურად ისინი ასე ლაგდებიან:იოანე საბანისძის ,,აბოს წამება'',უცნობი ავტორის ,,კონსტანტი კახის წამება'',სტეფანე მტბევარის ,,გობრონის წამება''.არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში წამებით დაიღუპნენ არგვეთელი ერისთავები დავით და კონსტანტინე მხეიძეები.ქრისტიანობის ერთგულება, იმავე დროს,სიკეთის,სიმართლისა და სიყვარულის ერთგულება იყო.
ყოველი მათგანის ჯამი სრულ სურათს ქმნის იმ პოლიტიკური,ეკონომიკური,ფიზიკური თუ სულიერი სიდუხჭირისას,რომელიც თან მოჰყვა არაბთა ბატონობას ჩვენში.
4.მონაწილეთა ასაკი---15-16
5.ვადები/ხანგძლივობა---3 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში---ბავშვები იყენებენ კომპიუტერს,ინტერნეტს, პროექტორს,მარკერებს,პრეზენტაციას.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება,შეიქმნას---მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება VII-VIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ,ეკონომიკურ თუ სულიერ მდგომარეობაზე.ისწავლეს სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენება.
8.სარგებელი სხვებისთვის---დაინტერესებული პირები გაეცნობიან ვებ-გვერდს.
9.სამუშაო ენა---ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი---ქართული.
12.პროექტის ფასილიტატორი---ქეთევან არჯევანიძე
13.ფასილიტააატორის ელ.ფოსტა---k.arjevanidze@jmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი---karjevanidze.blogspot.com